ფეხბურთი

18:24 | 17.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსი” დე ბურს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ამსტერდამის “აიაქსის” სპორტული დირექტორის, მარკ ოვერმარსის თქმით, ჰოლანდიური კლუბი, უახლოეს მომავალში, მთავარ მწვრთნელს, ფრანკ დე ბურს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

როგორც ცნობილია, დე ბურის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ სიტი” გამოთქვამს. ცოტა ხნის წინათ, “ქალაქელების” მიმართ თავისი სიმპათია თავად 42 წლის სპეციალისტმაც დააფიქსირა, რამაც, როგორც ჩანს, “აიაქსს” 2014 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი აღუძრა.

“მოლაპარაკებების მაგიდას უახლოეს მომავალში მივუსხდებით” – აცხადებს მარკ ოვერმარსი Algemen Dagblad-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ დე ბურის მიერ გაწვრთნილმა “აიაქსმა” ჰოლანდიის წინა 2 ჩემპიონატი მოიგო და ამსტერდამელები ზედიზედ მესამე ტრიუმთან ახლოს არიან. გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ისინი ჩემპიონატს 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

0.118149