ფეხბურთი

20:00 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგვისტოს ხვატი

მეორე ტურის მთავარი ამბავი იყო…სიცხე. თითქმის ყველა მატჩში ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ მოძრაობა და ეს გასაკვირი არცაა. ზოგან საერთოდ შეუძლებელი გახლდათ თამაში. მიუხედავად ამისა, რაღაც-რაღაც საინტერესო ამბები მაინც მოხდა. მაგალითად “ჩიხურამ” მოუგო “ზესტაფონს.” საჩხერელთა გუნდი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და ამისდაკვალად, ფავორიტად “ზესტაფონი” ითვლებოდა, რომელმაც პირველ ტურში “გურიას” 6:0 მოუგო და ივანწმინდას ჩინებულ გუნებაზე ესტუმრა. თუმცა, გამოჩნდა, რომ ის 6:0 უფრო ლანჩხუთელთა სისუსტის ბრალი იყო, ვიდრე მარგველთა ჩუბინობისა. პირველ ტაიმში გია გეგუჩაძის შეგირდებს არა უშავდათ და აკი, იგებდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლები მდგომარეობის ბატონ-პატრონნი გახდნენ და ჯიღაურისა და მუმლაძის გოლებით მაინც გაიმარჯვეს.

საინტერესო იყო თბილისი “დინამოსა” და “სიონის” მატჩი. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის საგაზაფხულო ეტაპზე ბოლნისელებმა ორჯერ მოუგეს “დინამოს” თბილისში და ინტრიგაც თავისთავად გაჩნდა. თუმცა, ამ ზაფხულს ვითარება შეიცვალა, “სიონი” ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი გუნდია, “დინამო” კი ყველაზე ახალგაზრდა. სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს ჭაბუკმა დინამოელებმა, მათ გამოცდილ სიონელებს მწყობრი თამაში დაუპირისპირეს და ჩისკოს გოლით გაიმარჯვეს.

სამტრედიაში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. წლეულს გუნდი უმაღლეს ლიგაში აღზევდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატა და უკვე საპრიზო ადგილების მაძიებელთა შორის ასახელებენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ კლუბის პრეზიდენტი კახა კალაძის მამა - კარლო კალაძეა, ალბათ გუნდის კიდევ გაძლიერებას უნდა ველოდოთ. სხვათა შორის, “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩს  თავად კახაც დაესწრო. ტრიბუნებზე კი დაახლოებით 2 500 მაყურებელი მოგროვდა, რაც საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ცოტა არ არის. ფეხბურთელებმაც გული არ დასწყვიტეს ქომაგებს და გაიმარჯვეს, თუმცა ერთადერთი გოლი ვიტელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბურძენაძე (89, პენალტით) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:0

 

დინამო (ბათუმი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)

გოლი: ტეტუნაშვილი (32) 

 

გურია (ლანჩხუთი) – შუქურა (ქობულეთი) 0:0

 

16 აგვისტო

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1ჭანკოტაძე (36), 1:1 ჯიღაური (67), 2:1 მუმლაძე (76)

 

ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 0:0

 

სამტრედია – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გეთიაშვილი (3, საკუთარ კარში) 

 

17 აგვისტო

 

დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩისკო (60)

 

1      დინამო (თბ)                        2           2           0           0           3:0           6          
2 ტორპედო            2 1 1 0 3:0 4
3 დილა                   2 1 1 0 2:0 4
4 მეტალურგი         
2 1 1 0 2:1 4
5 შუქურა    2 1 1 0 2:1 4
6 ზესტაფონი           2 1 0 1 7:2 3
7 ვიტ ჯორჯია        2 1 0 1 2:1 3
8 ჩიხურა         2 1 0 1 2:2 3
9 დინამო (ბთ)    2 1 0 1 2:2 3
10 სიონი
2 1 0 1 1:1 3
11 სამტრედია                 2 1 0 1 1:2 3
12 სპარტაკი      2 1 0 1 1:2 3
13 ზუგდიდი          2 0 1 1 1:2 1
14 გურია         2 0 1 1 0:6 1
15 მერანი              2 0 0 2 0:3 0
16 კოლხეთი    2 0 0 2 0:4 0

 

მეგოლეები:

2- დვალი (“ზესტაფონი”), კვირკვია ("ვიტ ჯორჯია"), ჩისკო ("დინამო")

 

0.119013