ფეხბურთი

15:43 | 28.02.2013 | ნანახია 228 - ჯერ

აგუეროს “სიტის” ჩემპიონობის სჯერა

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ მის გუნდს პრემიერლიგის მოგება შეუძლია. ამის შესახებ არგენტინელმა ბრიტანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა. 

“შევძლებთ თუ არა ჩემპიონობას? მე ამის მჯერა. თავს დანებების უფლებას არ მივცემთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე არცთუ კარგადაა. მთავარია, კარგი თამაში ვაჩვენოთ და საჭირო შედეგს მივაღწიოთ. ეს მხოლოდ პრემიერლიგას არ ეხება, ინგლისის თასზეც მაქვს საუბარი”, - განაცხადა აგუერომ. 
შეგახსენებთ, რომ “სიტი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერ “მანჩესტერ იუნაიტედს” 12 ქულით ჩამორჩება.
თეგებისიტიაგუერო

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 19.02.2022
football_truth (68)

რა სისულელეა, გოლი და რეკლამა საუკეთესოდ გაქცევს? ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა მბაპეზე უკეთესად

0.125328
228