ფეხბურთი

17:42 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს 6 კვირით უქმობა ემუქრება

“მანჩესტერ სიტის” ლიდერი სერხიო აგუერო გუნდს დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “არსენალთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

“სიტისა” და “არსენალს” შორის გამართული შეხვედრის (6:3) 50-ე წუთზე, აგუერო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. როგორც გაირკვა, არგენტინელს ფეხის ტყუპი კუნთი აქვს დაზიანებული. Mirror-ის ინფორმაციით, მას დაახლოებით 6 კვირა გაუცდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, დეკემბრის ბოლოს და ინავრის დასაწყისში ფეხბურთს ხშირად თამაშობენ, “სიტის” აგუერო არაერთ მატჩში დააკლდება. წინასწარი ინფორმაციით, აგუერო პრემიერლიგაში “ფულემის”, “ლივერპულის”, “კრისტალ პალასის”, “სუონსის”, “ნიუკასლისა” და “კარდიფის”, ლიგის თასზე “ლეიკესტერის”, ხოლო ასოციაციის თასზე “ბლექბერნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

0.12216