ფეხბურთი

10:52 | 17.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგუერომ უხეშობა მოინანია

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ “ჩელსის” მცველ დავიდ ლუისს უხეშად თამაშის გამო საჯაროდ მოუბოდიშა. ინგლისის თასის ნახევარფინალის 82-ე წუთზე არგენტინელი ფორვარდი მეტოქე ფეხბურთელზე გაშლილი ფეხით წავიდა, მაგრამ არათუ გაძევებას, ყვითელ ბარათსაც გადაურჩა.

“მე უკვე ლუისსაც დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ განზრახ არ მიუხეშია. გაუაზრებელი რეაქცია იყო, რომელზეც შემდეგ მართლა ვინერვიულე” – დაწერა აგუერომ ტვიტერზე.

მობოდიშებას ბრაზილიელი მცველიც გამოეხმაურა, აქაოდა სერხიო აგუერო თავიდან გავიცანი, თავისი ვაჟკაცური ჟესტის გამოო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115878