“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო გუნდს პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაეხმარება.
25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა “ევერტონთან” მოგებულ შეხვედრაში (3:2) მიიღო, რის გამოც მას “ასტონ ვილასთან” არ უთამაშია. ბოლო ინფორმაციით, აგუერო სათამაშოდ მზადაა და ის მონაწილეობას მიიღებს მატჩში, რომელშიც, დიდი ალბათობით, “სიტი” ჩემპიონი გახდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ვესტ ჰემთან” საკუთარ კედლებში ქულის აღების შემთხვევაში, “ქალაქელები” ინგლისის ჩემპიონობას იზეიმებენ. ეს თამაში 11 მაისს გაიმართება.