ფეხბურთი

19:14 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო “სიტიში” დარჩენას გეგმავს

ინგლისის ჩემპიონის, “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი შემტევი სერხიო აგუერო აცხადებს, რომ ის მომდევნო სეზონში “ქალაქელებთან” ერთად უფრო ბევრი ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, აგუეროს გადაბირებით “რეალი” და “ბარსელონა” არიან დაინტერესებულნი, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელი საკუთარ მომავალს “სიტიში” ხედავს.

“ძალიან მიხარია, რომ გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. გპირდებით, რომ მომდევნო სეზონისთვის უფრო ძლიერი დავბრუნდები, რათა უფო მეტი ტიტული მოვიგოთ.” – აცხადებს სერხიო აგუერო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112829