ფეხბურთი

14:21 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო მწყობრშია

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები გადალახა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა დეკემბრის შუა რიცხვებში წვივის კუნთის დაზიანება მიიღო და მწყობრიდან დიდი ხნით გამოვიდა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მის მკურნალობას ორიოდე კვირა დაჭირდებოდა, მაგრამ მკურნალობის პროცესი გაიწელა, თუმცა, ახლა ყველაფერში რიგზეა და ის უახლოეს პერიოდში მოედანს დაუბრუნდება.

“ამ კვირაში თამაშს შევძლებ. აღდგენითი პროცესი დასასრულს მიუახლოვდა და გარბენებთან ერთად ბურთთანაც ვმუშაობ. “კარდიფთან” უეჭველად ვითამაშებ, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად აეწყო, მაშინ მოედანს “ბლექბერნთან” სათასო მატჩში დავუნრუნდები” - განუცხადა აგუერომ The Guardian-ს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში სერხიომ 13 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

 

0.120228