“მანჩესტერ სიტის” ლეგიონერმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ინგლისში თავს კომფორტულად გრძნობს და კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
“ნამდვილად ბედნიერი ვარ. კლუბში ყველა კარგად მექცევა და გულშემატკივრებიც პატივს მცემენ. აქ კომფორტულად ვარ და სხვაგან გადასვლაზე საუბარიც არაა. საკვირველია, მაგრამ ესპანეთისა და არგენტინისგან განსხვავებით, ინგლისში მშვიდად გადაადგილების საშუალება მაქვს. ინგლისური ფეხბურთისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და ვცდილობ, ახალი უნარები შევიძინო”, - განუცხადა არგენტინელმა ბრიტანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ აგუეროს გადაბირება კატალონიის “ბარსელონას” სურს.