“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ, რომელმაც პრემიერლიგის 23-ე ტურში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ მატჩში მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, ჯერ არ იცის, როდის შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშის და თამაშის გაგრძელებას. შეგახსენებთ, თამაში წუხელ გაიმართა და მანჩესტერელები მეტოქის 5:1 ძლევით გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.
“პირველი ტაიმის ბოლოს მარჯვენა ფეხის კუნთი მეტკინა და ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად მინდორი უმალ დავტოვე. იმედია სერიოზული არაფერია და “მანჩესტერ სიტის” უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში უახლოესი თამაშებიდანვე დავეხმარები” – უთხრა არგენტინელმა ფორვარდმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია დაიტოვებენ და მიეცემა თამაშის შანსი...
რამდენმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა გუნდის ძებნაში,სამწუხაროა.
ააშენებს ქვეყანას
წარმატებები