ფეხბურთი

10:27 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: „იმედია, მძიმე ტრავმას გადავურჩები“

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა სერხიო აგუერომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონასთან“ გამართული საპასუხო  მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინდორი ნაადრევად მესისთან ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმის გამო დატოვა.

„ლეო მესის წინააღმდეგ თამაშის დროს მარცხენა ფეხი ძალიან მეტკინა და პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელს ვთხოვე, შევეცვალე. იმედია, შიში არ გამართლდება და მძიმე ტრავმას გადავურჩები“ - განაცხადა აგუერომ ერთ-ერთ არგენტინულ გამოცემასთან საუბრისას.

0.130972