ფეხბურთი

11:20 | 27.09.2014 | ნანახია NaN - ჯერ

აგუერო და სილვა "ჰალთან" ითამაშებენ

 

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ნახევარმცველი დავიდ სილვა, შაბათს "ჰალის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-6 ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.  

არგენტინელმა და ესპანელმა ფეხბურთელებმა თასის მატჩი "შეფილდის" წინააღმდეგ (7:0) ტრავმის გამო გამოტოვეს. აგუეროს მუხლის ტრავმა აწუხებდა, ხოლო სილვას - კოჭი. "ქალაქელთა" დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელი პრემიერლიგის მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზადაა.

"ჰალთან" დაპირისპირებაში მანჩესტერელებს იოვეტიჩი, ფერნანდო და ნასრი ვერ დაეხმარებათ. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:43 | 26.01.2020
maestro10 (13745)

ბრავო შერმინტორ !!! ბარსელონაც უნდა ჩატენო კალათში

0.06555