ფეხბურთი

20:57 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო “ასტონ ვილასთან” ვერ ითამაშებს

 

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი სერხიო აგუერო გუნდს “ასტონ ვილასთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “ევერტონთან” მიღებული ტრავმაა.

პრემიერლიგის გასულ ტურში, “ევერტონთან” მოგებულ შეხვედრაში (3:2), რომელშიც აგუერომ გოლი გაიტანა, არგენტინელმა მოედანი 28-ე წუთზე დატოვა. როგორც გაირკვა, 25 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ის “ასტონ ვილასთან” მაინც ვერ ითამაშებს და შესაძლოა, მოედანზე ვერც პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ვესტ ჰემთან” გასამართ შეხვედრაში გავიდეს.

“სიტისთვის” დარჩენილი 2 შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. ორივე მათგანის მოგების შემთხვევაში, “ქალაქელები” ინგლისის ჩემპიონები ხდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11435