“მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული ფორვარდი სერხიო აგუერო აღდგენით პროცესს ასრულებს. BBC-ის ცნობით, 25 წლის არგენტინელი მოედანს “სანდერლენდთან” ინგლისის ლიგის თასის მატჩში დაუბრუნდება.
ტრავმის გამო, აგუეროს იანვრის ბოლოდან აღარ უთამაშია. მის გარეშე, “სიტიმ” 5 მატჩი ჩაატარა და 3 შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა. სადღეისოდ, სამხრეთამერიკელი თითქმის ჯანმრთელია და ექიმები მის დაბრუნებას 2 მარტს, “სანდერლენდთან” დაპირისპირებაში ელიან.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, აგუერომ უკვე 26 გოლს მოუყარა თავი.