როგორც უკვე ვიუწყებოდით, “ბოსტონ სელტიქსმა” ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე “ატლანტა ჰოუქსს” სერია 4:2 მოუგო და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მეტოქედ “ფილადელფია სიქსერზი” ეყოლება. ფილადელფიელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ “ჩიკაგო ბულზს” სერიაში ასევე 4:2 სძლიეს, თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა – “ხარებმა” ხომ ბოლო შეხვედრა დერიკ როუზისა და ჟოაკიმ ნოას გარეშე ჩაატარეს.
“სიქსერზმა” გადამწყვეტი მატჩი ანდრე იგუდალას მიერ შესრეულებული საჯარიმოების წყალობით, 79:78 მოიგო და შეხვედრის გმირიც იგი გახდა. იგუდალამ 20 ქულა მიითვალა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ჩიკაგოელებს 19-19 ქულით რიპ ჰემილტონმა და ლუოლ დენგმა ულიდერეს.
ჯერაც გაურკვეველია მეოთხედფინალში “ოკლაჰომა სიტი სანდერის” მეტოქე. ამის მიზეზი “დენვერ ნაგითსია”, რომელმაც “ლოს ანჟელეს ლეიკერსს” მე-2 საშინაო მატჩიც მოუგო და სერიაში წონასწორობა აღადგინა – 3:3. ამგვარად, ეს დაპირისპირება პირველი გახდა, რომელშიც გადამწყვეტი მე-7 მატჩის დანიშვნა გახდა საჭირო.
გასულ მატჩში დენვერელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ და პირველი მეოთხედის 10 ქულის სხვაობით მოგების კვალად, მათ მატჩის სადავეები არც შემდგომში გაუშვიათ – 113:96. ტაი ლოუსონმა “ნაგითსს” 32 ქულა შეაწია და კალიფორნიელთა ვარსკვლავის კობი ბრაიანტის მონაგარი 1 ქულით გადაფარა. ამ უაღრესად საინტერესო ჯახის ბოლო შეხვედრა 13 მაისის დილას შედგება.
ფილადელფია – ჩიკაგო 79:78 (24:22, 24:18, 15:23, 16:15)
ფილადელფია: იგუდალა (20 ქ. 7 პ.), ჰოლიდეი (14 ქ.), ტერნერი (10 ქ.), ჰოვსი (8 ქ. 10 მ.), ბრენდი (5 ქ.); უილიამსი (14 ქ.), იანგი (8 ქ.), მიქსი.
ჩიკაგო: ჰემილტონი (19 ქ. 8 მ.), დენგი (19 ქ. 17 მ.), აშიკი (10 ქ. 9 მ.), უოტსონი (6 ქ. 10 პ.), ბუზერი (3 ქ. 13 მ.); გიბსონი (14 ქ.), ლუკასი (7 ქ.), კორვერი, ბრიუერი, ბატლერი.
ფილადელფიამ მოიგო სერია 4:2
დენვერი – ლეიკერსი 113:96 (30:20, 24:25, 36:23, 23:28)
დენვერი: ლოუსონი (32 ქ. 6 პ.), ფარიდი (15 ქ. 11 მ.), გალინარი (12 ქ. 7 პ.), მოზგოვი (8 ქ.), აფლალო (6 ქ. 7 პ.); ბრიუერი (18 ქ.), მილერი (12 ქ.), ჰარინგტონი (4 ქ.), სტოუნი (2 ქ.), ჰემილტონი (2 ქ.), მაკგი (2 ქ.), კოსტა.
ლეიკერსი: ბრაიანტი (31 ქ.), სეშნსი (14 ქ.), ბაინემი (11 ქ. 16 მ. 4 დ.), ებენკსი (10 ქ.), გასოლი (3 ქ.); ჰილი (8 ქ.), ბარნსი (6 ქ.), მორისი (5 ქ.), ბლეიკი (3 ქ.), მერფი (3 ქ.), ეიენგა (2 ქ.), მაკრობერტსი.
სერიაში ანგარიშია 3:3







