ფეხბურთი

12:10 | 15.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

აგერის მიზანი ჩემპიონთა ლიგაა

“ლივერპულის”  მცველ დანიელ აგერს  ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს. დანიურ გამოცემა ,,პოლიტიკენისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგას ყველაზე მიმზიდველი და ძლიერი გათამაშება უწოდა.

,,ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისა. სამწუხაროდ არ გვიწევს ამ ტურნირზე ასპარეზობა, თუმცა, ამ შეჯიბრების საგზურის მოპოვებასთან დაკავშირებით უპირატესობა გვაქვს, ვინაიდან კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ პრემიერლიგაში წარმატებულ გამოსვლაზე, რაც ნაკლებ დაღლილობასა და დაძაბულობასთანაა დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს კლუბის წარმატებული სტარტი პრემიერლიგაში, ასე რომ რეალურად შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ’’ – აღნიშნა დანიელმა.

,,რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა მატჩში გამარჯვების მოპოვება, მაგრამ “ლივერპული” მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის, ჩვენთვის 3 ქულის მოპოვების ალტერნატივა არ არსებობს’’ _ დაასრულა ფეხბურთელმა.

დიმიტრი შარიქაძე

 



Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139

Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510
0.074915