ფეხბურთი

21:05 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგერის აგენტი: “ლივერპულმა” “ბარსა” უარით გაისტუმრა”

“ლივერპულის” ცენტრალური მცველის დანიელ აგერის აგენტი ადასტურებს, რომ “ბარსელონამ” ინგლისურ გუნდს ოფიციალური წინადადებით მიმართა, მაგრამ მერსისაიდელებმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

“ვიცით, რომ “ბარსელონამ” “ლივერპულს” დანიელის ტრანსფერის თაობაზე მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ჩემს კლიენტს “ლივერპულთან” კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და იმისათვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, კლუბები ერთმანეთში უნდა შეთანხმდნენ.” – ციტირებს აგერის აგენტის, პერ სტეფენსენის სიტყვებს Marca.

დღეს, ტატა მარტინო “ბარსელონას” ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კლუბი ცენტრალური მცველისთვის ბრძოლას განაგრძობს. დანიელ აგერის გარდა, კატალონიელები დავიდ ლუიზის საკითხსაც განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულისგან” განსხვავებით, “ჩელსი” ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს არ აცხადებს, მაგრამ ტრანსფერში 50 მილიონ ევროს ითხოვს, “ბარსა” კი მაქსიმუმ 35 მილიონის გადამხდელია.

0.15203