ფეხბურთი

23:27 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგერი ტრავმირებულია

“ლივერპულის” დანიელი ცენტრალური მცველი დანიელ აგერი ტრავმირებულია და ის გუნდს ჯერჯერობით დაუდგენელი დროის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ასოციაციის თასზე, “ოლდჰემ ატლეტიკთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. აგერის მკურნალობისთვის საჭირო ვადები დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდება. სავარაუდოდ, მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

დანიელ აგერმა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 11-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

0.115875