ფეხბურთი

12:00 | 30.08.2014 | ნანახია 2100 - ჯერ

აგერი სამშობლოში ბრუნდება

 

ინგლისის “ლივერპულის” ვიცე-კაპიტანი დანიელ აგერი სამშობლოში სიმბოლურ ფასად ბრუნდება.

მთელმა რიგმა ინგლისურმა საინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის Lივერპოოლ Eცჰო-მ და თელეგრაპჰ-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები დანიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის “ბრონდბიუში” 3 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გაშვებას დათანხმდნენ.

რვანახევარი წლის წინ, “ლივერპულმა” აგერი დანიური კლუბიდან 5,8 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ დანიელმა “წითლების” მაისურით 232 თამაში ჩაატარა, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო, რომ არა გამუდმებული ტრავმები.

გასულ სეზონში აგერმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ზაფხულში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად დეიან ლოვრენის შეძენამ კი, ის კიდევ უფრო ღრმა თადარიგის მოთამაშედ აქცია.

ამის შემდეგ 29 წლის მცველმა მისი ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, თუ “ბრონდბიუში” დაბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დანიელებს რეალური სატრანსფერო ღირებულების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, “ლივერპულელები” დათმობაზე წავიდნენ და დანიელი შინ დააბრუნეს. ორი წლის წინ “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” აგერის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, შარშან “ბარსელონა” 15 მილიონს გამოდიოდა, მერსისაიდელებმა ორივე ეს წინადადება უარყვეს, ახლა კი, “ბრონდბიუს” 3 მილიონზე დათანხმდნენ.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:51 | 30.08.2014
beqa1623 (194)

მართლა ძალია უცნაურიამიმდინარე სატრანსფერო სეზონში ბარსა ინტერესდებოდა ამით და უცებ ბრონდბიუ თან 3 მილიონ ევროდ

13:16 | 30.08.2014
gionat (2245)

რბილად რომ ვთქვათ უცანაურია

12:39 | 30.08.2014
GOODFORLEJJ (12932)

რა დროს დანიაა, ძლივს ლიგაზე მოხვდა ტიპი

12:36 | 30.08.2014
paul pogba (230)

ნამდვილი ლივერპულელი....ლოვრენის დედაც სადაც ეს არის

12:30 | 30.08.2014
El Capitano 7 (35967)

Lივერპოოლ Eცჰო-მ და თელეგრაპჰ-

12:21 | 30.08.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

admin ar ari oficialuri jer ras qvia gadava

12:17 | 30.08.2014
maestro10 (13745)

adrea daniashi dabruneba, 29wlisa jer 3 sezons itamashebda bez prablem. Albat tranvebis gamo midis agar sheuzlia zveleburat burtaoba

12:12 | 30.08.2014
kobe bryant24 (4850)

ძააან მაგარი მცველია რად დროს ამის ბრონდბიუა

12:16 | 30.08.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

liverpoolis garda da tavis samshoblos garda arsad unda tamashi.liverpoolidan savaraudod drois simciris gamo midis tore gundi ar gaushvebs

12:10 | 30.08.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

rogor sheidzleba es kaci ar dagevasos ra ertgulia naxet ra sadgac daniashi midis isev tavis dzvel klubshi roca barsrlona da arsenali echalicheboda imedia arsad waxval daniel udzlieresi xarYNWA

0.129992