ფეხბურთი

17:57 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგერი თებერვლამდე იუქმებს

 

ინგლისური “ლივერპულის” ცენტრალური მცველი დანიელ აგერი გუნდს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ასოციაციის თასზე მიღებული ტრავმაა.

დანიელმა უკანახაზელმა დაზიანება “ოლდჰემ ატლეტიკთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. Sky Sports-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის მკურნალობას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის “სტოკთან”, “ასტონ ვილასთან”, “ევერტონთან” და “ვესტ ბრომვიჩთან” გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებს. აგერის დაბრუნებას “არსენალთან” 8 თებერვალს გასამართი მატჩისთვის ელიან.

0.114145