ფეხბურთი

15:35 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

აგერი ჯერ გაურკვევლობაშია

“ლივერპულის” ცენტრალურ მცველსა და ვიცე-კაპიტან დანიელ აგერს, რომელმაც ინგლისის თასის მესამე რაუნდში, “ოლდჰემთან” მატჩში კუნთი დაიზიანა, წინასწარი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ექიმები კონკრეტულ დიაგნოზს ჯერ ვერ აკეთებენ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, აგერი მერსისაიდული კლუბის შემადგენლობაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ასევე ცენტრალურმა მცველმა მამადუ სახომ ტრავმა მიიღო.

0.132974