ფეხბურთი

13:47 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგერი: “არ დაწეროთ, რომ “ლივერპულიდან” წასვლას ვაპირებ”

“ლივერპულის” მცველმა დანიელ აგერმა კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. შეგახსენებთ, ბოლოხანს, ბრიტანულ და ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ მერსისაიდელთა დანიელი მცველი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას გეგმავს. მისი გადაბირებით კი დაინტერესებული “ბარსელონა” ყოფილა.

“გთხოვთ შეწყვიტოთ ჩემს წასვლაზე წერა. “ლივერპულის” დატოვებას მართლა არ ვაპირებ და არ ვიცი, რის საფუძველზე ვრცელდება ასეთი ინფორმაციები” – დაწერა აგერმა თავის ტვიტერზე.

 

 

0.114039