ფეხბურთი

17:31 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: “სეზარი, დიდი ალბათობით, “ნაპოლიში” ითამაშებს”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” კარის დარაჯი ჟულიუ სეზარი “ნაპოლიში” გადასვლასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორამციას ბრაზილიელის აგენტი ჟოზიას კარდოზო ავრცელებს.

“საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზარი “ნაპოლიში” გადავა. თუმცა, ფეხბურთელსა და კლუბს შორის გარკვეული დეტალები კვლავ შესათანხმებელია. როდის დასრულდება ტრანსფერი? არ ვიცი. შესაძლოა დღეს, შესაძლოა – რამდენიმე დღეში.

“ვილიარეალი”? ესპანელები ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. კონკრეტული წინადადებით მხოლოდ “არსენალმა” და “ნაპოლიმ” მოგვმართეს.” – ციტირებს კარდოზოს სიტყვებს Sambafoot-ი.

როგორც ცნობილია, საუბარი მიდის არენდის ხელშეკრულებაზე, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113103