“პალერმოს” სლოვენიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, იოსიპ ილიჩიჩმა “ფიორენტინაში” თამაშის სურვილი გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას 25 წლის ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.
“ილიჩიჩმა “ფიორენტინა” აირჩია. ახლა, კლუბებს შორის შეთანხმებას ველოდებით. იოსიპი სიმშვიდეს ინარჩუნებს.” – ციტირებს ილიჩიჩის აგენტის, ამირ რუჟნიჩის სიტყვებს Football Italia.
სერია A-ს გასულ გათამაშებაში, ილიჩიჩმა 10 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა გუნდი გავარდნისგან მან მაინც ვერ იხსნა.