ფეხბურთი

23:54 | 29.06.2013 | ნანახია 1888 - ჯერ

აგენტი: “ადრიანოს ფსიქოლოგი სჭირდება”

ცნობილი ბრაზილიელი თავდამსხმელის, ადრიანოს აგენტი აცხადებს, რომ ფეხბურთელის სიცოცხლე საფრთხეშია.

“მისი სიცოცხლის საკითხი მანაღვლებს. ადრიანოს ფსიქოლოგი სჭირდება. მისი საფეხბურთო კარიერა არ მაინტერესებს. მასზე, როგორც ადამიანზე ვღელავ. ადრიანო დეპრესიაშია და მას არავინ ეხმარება. მამის სიკვდილი, პრობლემები ალკოჰოლთან...

ადრიანო, ჩემთვის, შვილივითაა. შესაძლებელია თუ არა, რომ მან სუიციდი ჩაიდინოს? არ ვიცი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. მას სპეციალისტის დახმარება სჭირდება.” – ციტირებს ადრიანოს აგენტის, ჟილმარ რინალდის სიტყვებს უოლ ესპორტე.

31 წლის ადრიანო, რომელიც 2012 წელს “კორინთიანსიდან” წავიდა, ამჟამად, უგუნდოდაა.

თეგებიადრიანო

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:28 | 12.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კარგი მწვრთნელია ჟარდიმი მილანს გამოადგება

19:08 | 11.10.2018
majlajuna (1024)

ყოველ წელს უყიდიდნენ წამყვან ფეხბურთელებს, არადა მაგარი მწვრთნელია

17:46 | 11.10.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

რომელიმე რუსულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

0.065487
1888