ჩოგბურთი

18:26 | 18.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

აგასის საქმეს არ გამოიძიებენ

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) ანდრე აგასის მიერ 1997 წელს აკრძალული ნივთიერების გამოყენების საქმეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო აღარ გამოიძიებს.
ამის შესახებ იტფ-ის პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიჩი-ბიტიმ “ასოშიეიტედ პრესთან” საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტო ITF-ისგან ამ საქმის გამოძიებას ითხოვს, საქმის ხანდაზმულობის ვადა – 8 წელი – უკვე დიდი ხანია, გასულია.
შეგახსენებთ: აგასიმ რამდენიმე თვის წინ გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში აღიარა, რომ 1997 წელს აკრძალულ ნივთიერებას – მეტამფეტამინს – მოიხმარდა და დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის შემდეგ ATP-ის მოხელეთა წინაშე იცრუა, თითქოს ის მის ორგანიზმში შემთხვევით აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097217