“ბარსელონას” ბრაზილიელი განაპირა მცველი ადრიანო კორეია მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და ნეიმარისგან შემდგარი შემტევი დუეტი მსოფლიოში საუკეთესოა.
“ასეთ ორ ფეხბურთელთან ერთად თამაში დიდი პატივია. ვფიქრობ, მესი და ნეიმარი საუკეთესო შემტევ დუეტს ქმნიან.
მესი “ბარსელონაში” თავს ყოველთვის ბადნიერად გრძნობდა. ლეო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რაც იგრძნობოდა მაშინ, როდესაც ის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.” – ციტირებს ადრიანოს სიტყვებს Goal-ი.