ფეხბურთი

18:13 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო “ესპანიოლთან” საეჭვოა

კატალონიის “ბარსელონას” უნივერსალ ფეხბურთელს, ადრიანო კორეიას მცირე ტრავმა აქვს და მისი “ესპანიოლთან” თამაში საეჭვოა. თუ 29 წლის განაპირა მცველმა პარასკევამდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა, ტატა მარტინოს სერიოზული საკადრო პრობლემები ექნება.

ადრიანომ ბარძაყი “სელტასთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში დაიზიანა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ არაა გამორიცხული, ამ დაზიანების გამო, ფეხბურთელმა “ესპანიოლის” წინააღმდეგ მაინც ვერ ითამაშოს.

იმის გათვალისწინებით, ტრავმირებულია ხორდი ალბაც, ადრიანოს გამოკლება ტატა მარტინოს გუნდს მარცხენა მცველის გარეშე ტოვებს. თუმცა, დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში დანი ალვესს, მარტინ მონტოიასა და კარლეს პუიოლს შეუძლიათ და ადრიანოს არყოფნის შემთხვევაში, “ბარსას” მწვრთნელი არჩევანს, სავარაუდოდ, ამ სამ ფეხბურთელს შორის გააკეთებს.

0.11134