ფეხბურთი

21:04 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანის ახალი კონტრაქტი “ატლეტიკოსთან”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ადრიან ლოპესმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მადრიდელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა ახალი ხელშეკრულება 2018 წლამდე დადო. მანამდე არსებული კონტრაქტი ადრიანს 2015 წელს უმთავრდებოდა. მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

“ადრიანი საუცხოო ფეხბურთელია და ადამიანია. ის ჩვენი გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს” – განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ.

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114494