ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდ ემანუელ ადებაიორს კლუბის შეცვლის სურვილი არ აქვს. ამის შესახებ 30 წლის ტოგოელმა “სკაი სპორტსთან” ინტერვიუში განაცხადა.
“კონტრაქტს ვადა 2 წელიწადში გასდის და სადღეისოდ, წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემი მხრივ, დარჩენა მინდა”, - განაცხადა აფრიკელმა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ადებაიორმა 20 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.