ფეხბურთი

22:42 | 2.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ადებაიორის პრიორიტეტი “რეალია”

გასული სეზონის მე-2 ნახევრის მადრიდის “რეალში” გამტარებელმა ემანუელ ადებაიორმა განაცხადა, რომ მას “სამეფო გუნდში” დარჩენის დიდი სურვილი აქვს და სატრანსფერო პერიოდის ამოწურვამდე, მხოლოდ მადრიდელთაგან წამოსულ შეთავაზებას განიხილავს.
“ძალიან კარგად ვიცი, რა მსურს. ჩემი მიზანი “რეალში” თამაშია. მადრიდელთაგან წინადადების მიღების ვადა 31 აგვისტომდე მაქვს. დროის ამ მონაკვეთში, სხვა გუნდებთან მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებ. თუ სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში გაირკვა, რომ “რეალს” ჩემი დატოვება არ სურს, სხვა გუნდს მოვძებნი.
ჟოზე მოურინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მწვრთნელმა მითხრა, რომ მის სამომავლო გეგმებში შევდივარ. მიუხედავად იმისა, რომ “რეალში” მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ვთამაშობდი, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მაინც მოვახერხე. ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ შემქმნია და გოლების გატანა მალევე დავიწყე. თუ კიდევ ერთი შანსი მომეცემა, გუნდისთვის უფრო მეტის გაკეთებას მოვახერხებ” – ციტირებს ადებაიორის სიტყვებს მადრიდული Marca.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099918