ჭიდაობა

10:52 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

აჭარაში მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

5-6 ივლისს ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრებაში ქართველების გარდა აზერბაიჯანელი, თურქი და ირანელი სპორტსმენებიც ჩაერთნენ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე პირველი მსოფლიოს ჩემპიონის პატივსაცემად, ტურნირის დაწყებამდე ბათუმში მუხრან ვახტანგაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კი ვეტერან სპორტსმენი ოქროს ორდენით დააჯილდოვა, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდის ცნობით, საპრიზო ადგილები ასე შეივსო:

 

50 კგ

1 თორნიკე ჭელიძე (საქართველო)

 

55 კგ

1 ბექა ბალანჩივაძე (საქართველო)

2 ალი მამედოვი (აზერბაიჯანი)

3 გიზო მელაძე (საქართველო)

3 სეკერ ერდიმი (თურქეთი)

 

60 კგ

1 მურად მიქელაძე (საქართველო)

2 ლადო შავაძე (საქართველო)

3 ლევან ქავჟარაძე (საქართველო)

3 მიხაილ რახმანოვი (აზერბაიჯანი)

 

66 კგ

1 რამაზ ზოიძე (საქართველო)

2 ედნარ შავაძე (საქართველო)

3 იალჩინ ოგუზანი (თურქეთი)

3 ორხან მამადლი (აზერბაიჯანი)

 

74 კგ

1 საიად ხარაჩპური (ირანი)

2მურთაზ ჩაბრავა (საქართველო)

3 პეჟმან პოშტუმი (ირანი)

3 მატუგამ ქოუნჯუ (თურქეთი)

 

84 კგ

1 შოთა ღლონტი (საქართველო)

2 შალვა ხაჩიძე (საქართველო)

3 ელხან აზიზადე (აზერბაიჯანი)

3 ალი შარიფი (ირანი)

 

96 კგ

1 იბრაგიმ მოჰამადი (ირანი)

2 ამირ მაგომედი (აზერბაიჯანი)

3 ნიკა გავაშელი (საქართველო)

3გიორგი მარშანია (საქართველო)

 

120 კგ

1 ზურაბ გედეხაური (საქართველო)

2 ალი ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 სამუკა დარჩია (საქართველო)

3 ამფირ ამირხოსეინი (ირანი)

0.116274