12 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების გათამაშება 2 მატჩით აიღებს სტარტს, რომელთაგან 1 ქართველი გულშემატკივარისთვისაც საინტერესოა. “სარაგოსა”, რომელსაც მომავალი სეზონის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე შეუერთდნენ, “
ესპანური ლიგის (ACB) ოფიციალურმა ვებ-გვერდმა პირველი ტურის წინასამატჩო ამბების მიმოხილვისას აქცენტი სწორედ ქართულ დუეტზე გააკეთა და ფოტოც შესაბამისი წარმოადგინა.
“სარაგოსამ” 2 ჩინებული ქართველი კალათბურთელი შეიმატა და ბილბაოშიც მათი იმედი ექნება. გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტზე ჩინებულად გამოიყურებოდნენ და წინასასეზონო მატჩებშიც გუნდის ლიდერებად მოგვევლინენ, საშუალოდ დაგროვებული 14 და 12.67 ქულით. ახლა, მოდის დრო, რათა მათ თავი ესპანეთის ჩემპიონატში წარმოაჩინონ. დიდი ხნის მეგობრებს ერთი მიზანი ამოძრავებთ: “ჩვენ ფლეი ოფში თამაში შეგვიძლია”.