ფეხბურთი

19:52 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბუბაქარი “პორტუს” ფეხბურთელია

 

ფრანგული “ლორიანის” აწ უკვე ყოფილი შემტევი, ვინსენტ აბუბაქარი, კარიერას “პორტუში” განაგრძობს. ტრანსფერი “დრაკონების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

აბუბაქარმა პორტუგალიურ გრანდში 99-ნომრიანი მაისური მოირგო და ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ევრო იქნება.

კამერუნელი “ლორიანში” გასულ ზაფხულს გადავიდა და 37 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.114624