ძიუდო

20:45 | 13.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

აბუ-დაბის გრან-პრიზე ქართული ექვსეული ჩავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 16-18 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბის გრან-პრიზე 6-კაციანი შემადგენლობით იჭიდავებს. ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პიტერ ზაიზენბახერმა განაცხადში მხოლოდ ხუთი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები შეიყვანა, 81 და 100 კილოგრამი კი თავისუფალი დატოვა.

ქართული დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), გიორგი შოშიაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ).

 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084558