ფეხბურთი

15:52 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩმა მოურინიუს “ლივერპულთან” ლიდერების დასვენების უფლება მისცა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიუს გეგმა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც გუნდი ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში “ლივერპულთან” მატჩისთვის უნდა მოემზადოს.

The Guardian-ის ცნობით, ლონდონელები პრიორიტეტად ჩემპიონთა ლიგას მიიჩნევენ და არა ინგლისის პრემიერლიგას, რის გამოც პორტუგალიელმა სპეციალიტმა 27 აპრილს გასამართი მატჩისთვის რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის დასვენების უფლება მიიღო.

ეს გეგმა “ჩელსის” მადრიდიდან შინ დაბრუნებისას განიხილეს, სადაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი “ატლეტიკოსთან” ფრედ 0:0 დაასრულა. განხილვის შემდეგ მოურინიუმ გეგმა კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს გააცნო და რომანმაც მის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა.

მოურინიუმ ცოტა ხნის წინათ თქვა: “ჩვენ ვართ ერთადერთი ინგლისური გუნდი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს ევროპაში წარმოადგენს და ჩემი აზრით, “ლივერპულთან” მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ, რომელთაც ოთხშაბათს “ატლეტიკოსთან” თამაში არ მოუწევთ”.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, “ენფილდზე” არისტოკრატთა სასტარტოში ვეტერან პორტუგალიელ მეკარე ჰილარიუს, ექსვიტესელ ჩეხ მცველ ტომაშ კალასს, ჭაბუკ დანიელ ანდრეას კრისტენსენსა და ჰოლანდიელ “პატარა გულიტს” - ნათან აკეს ვიხილავთ.  

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166322