ლონდონის “ჩელსის” მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა მოლაპარაკება ფრანგული “მარსელის” მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშანთან გამართა.
ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, დეშანი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. მიუხედავად იმისა, რომ რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობით გუნდი კარგად ათამაშდა, ბრიტანული მედიის ვარაუდით, იტალიელ სპეციალიტს მთავარ მწვრთნელად არ დანიშნავენ.
სხვათა შორის, დეშანისთვის “ჩელსი” უცხო ნამდვილად არაა. ის ლონდონელთა რიგებს 1999-2000 წლებში იცავდა და 39 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.









