ფეხბურთი

1:07 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აბრამოვიჩ, ჩადე ინვესტიცია “ჩელსიში” და არა უკრაინის ომში”

 

უკრაინის ამბებმა პრემიერლიგამდეც მიაღწია. “ჩელსი” – “ტოტენჰემის” მატჩის წინ “სტემფორდ ბრიჯის” სტადიონთან “ჩელსის” მფლობელის, რომან აბრამოვიჩის საწინააღმდეგო ბანერები გამოჩნდა: “აბრამოვიჩ, ჩადე ინვესტიცია “ჩელსიში” და არა უკრაინის ომში,” “აბრამოვიჩი პუტინის სისხლიანი მილიარდების შემნახავია ბრიტანეთში” და ასე შემდეგ.

თავად მატჩი კი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი ერთი საათი, როცა სტუმრები რაღაცნაირად ახერხებდნენ გოლი არ გაეშვათ და ბოლო ნახევარი საათი (უფრო ზუსტად 34 წუთი), როცა დაღლილ მეტოქეს “არისტოკრატებმა” 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. უნდა ითქვას, რომ ახლახან ლისაბონის “ბენფიკასგან” 25 მილიონ გირვანქად ნაყიდმა სერბმა ნემანია მატიჩმა “ჩელსის” საყრდენ ზონას მეტი სოლიდურობა შემატა. თავისი აქტიური თამაშით ედენ აზართან ერთად მან იმდენად დაღალა მოწინააღმდეგეები, რომ მათ ერთი-მეორის მიყოლებით შეცდომების დაშვება დაიწყეს. 56-ე წუთზე უხეშად შეცდა იან ვერტონგენი, ბელგიელი საჯარიმოს სიახლოვეს წაიქცა და დაწოლილმა სცადა მეკარისთვის ბურთის დაბრუნება, მაგრამ პირდაპირ ეტო’ოს მიუგორა და სწრაფმა კამერუნელმაც არ დაახანა – 1:0. ცოტა ხანში ეტო’ო კვლავ შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, მას მაისურზე იუნეს კაბული ჩამოეკიდა. შედეგად, მსაჯმა კაბული გააძევა, ხოლო თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა აზარმა – 2:0. ამის შემდეგ მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. “არისტოკრატები” თამაშობდნენ, “დეზები” კი გონზე აღარ იყვნენ. ბოლო გოლისას უკვე ინგლისის ნაკრების მცველი, კაილ უოლკერი შეცდა, როცა თავით უბრუნებდა ბურთს უგო ლორისს, მაგრამ იქვე მდგარმა დემბა ბამ დაასწრო და მეოთხე შეაგდო, თავად კი დუბლი გაიფორმა.

ჟოზე მოურინიუ, ცხადია, კმაყოფილი დარჩა: “ჩინებული თამაში გამოვიდა. განსაკუთრებით მეორე ტაიმმა მომხიბლა. აღსანიშნავია თუ როგორ დალაგდა ჩვენი დაცვის ხაზი, ტერი და კეჰილი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, ასპილიკუეტა კი საერთოდ “გაუვალ” მცველად გადაიქცა,” – უთხრა სეუ ჟოზემ “ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდს.

“ჩელსი” კიდევ უფრო მეტად, 7 ქულით დასცილდა კონკურენტებს, თუმცა სათასო მატჩების და სხვა გარემოებათა გამო, ეს ტური ნაკლული გამოდგა, არ უთამაშიათ “ლივერპულს” და “სიტის,” “არსენალმა” კი ასოციაციის თასის მეოთხედფინალში “ევერტონს” 4:1 მოუგო.   

დღის ადრეულ მატჩში “მანჩესტერმა” “ვესტ ბრომს” როგორც იტყვიან, კლასით მოუგო. თავიდან თითქოს თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ოსტატობას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა. ასეც მოხდა. რობინ ვან პერსიმ, რომლის შესახებაც მატჩის წინ მოიესმა თქვა: პრობლემების მიუხედავად გუნდში რჩებაო, მარჯვნიდან გამოზომილი საჯარიმო ჩააწოდა და ფილ ჯონსმა ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. მასპინძელთაგან ნიგერიელი ვიქტორ ანიჩებე აქტიურობდა, მაგრამ თანაგუნდელები ჯეროვნად ვერ ეხმარებოდნენ. ამასობაში სტუმრების მრავალსვლიანი კომბინაცია უეინ რუნის თავურით და მეორე გოლით დამთავრდა. ბოლოს კი ასევე მრავალსვლიანი სწრაფი შეტევა დენი უელბეკმა მესამე გოლით დაასრულა. ამ მოგების შემდეგ “მანჩესტერმა” მეექვსე ადგილზე აინაცვლა.

“დაცვაში თამაშით კმაყოფილი დავრჩი, ჯონსი და სმოლინგი ჩინებულად ავსებდნენ ერთმანეთს, - თქვა მერე მოიესმა, - შესანიშნავად ითამაშა რაფაელმაც. ვან პერსი კი იმიტომ შევცვალე, რომ ეტყობა შუა კვირაში ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებულმა მატჩმა იმოქმედა და ცოტა დაღლა დაეტყო.”

კვლავ წააგო “ფულემმა,” თანაც უშუალო კონკურენტ “კარდიფთან” და ისევ ბოლო ადგილზე რჩება. ჩანს, ფელიქს მაგათის გუნდში მისვლამ ჯერჯერობით ნაყოფი ვერ გამოიღო.  

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:3 (0:1)

ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 26 184

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიდი (სესენონი 61), რიჯუელი, მაკოლი, ამალფიტანო, მულუმბუ, იაკობი (მორისონი 40), გერა, ბრანტი (ბერაინო 66), ანიჩებე

მწვრთნელი: პეპე მელი

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ევრა, რაფაელი (ვიდიჩი 87), სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი, იანუზაი (კაგავა 76), ვან პერსი (უელბეკი 63), რუნი, მატა

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 0:1 ჯონსი (34), 0:2 რუნი (65), 0:3 უელბეკი (82)

გაფრთხილება: ანიჩებე (90); იანუზაი (13), ვან პერსი (50)

მსაჯი: ჯონათან მოსი

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 5(7)-1(5), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 1-1,  სეივი: 2-3

 

კარდიფ სიტი – ფულემი 3:1 (1:0)

კარდიფი. “კარსდიფ სიტი სთედიუმი.” 26 796

კარდიფ სიტი: მარშალი, ტერნერი (თეოფილე კეტრინი 90), ფაბიო, კოლკერი, ჯონი, მედელი (ეიკრემი 80), მატჩი, ნუნი, ბო-კიუნგ კიმი, ჯონსი, კემპბელი (დელი 72)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

ფულემი: სტეკელენბურგი, ჰეიტინგა, რიისე (კაჩანიკლიჩი 46), ჰანგელანდი, რითერი, დეჟაგა (კარაგუნისი 50), სიდუელი, რიჩარდსონი, ჰოლტბი, მითრიღლუ, ვუდროუ (ბენტი 75)

მწვრთნელი: ფელიქს მაგათი

გოლები: 1:0 კოლკერი (45+1), 1:1 ჰოლტბი (59), 2:1 კოლკერი (87), 3:1 როთერი (ს.კ. 71)

გაფრთხილება: ბო-კიუნგ კიმი (56)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 4(4)-2(1), ჯარიმა: 3-7, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 0-0, სეივი: 5-6

 

კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 0:1 (0:1)

ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 25 075

კრისტალ პალასი: სპერონი, დელანი, დენი, მოქსი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი (ჯერომი 66), ლედლი, პანჩონი (ინსი 66), ბოლასიე (თომასი 82), მიურეი

მწვრთნელი: ტონი პულისი

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, დევისი (უარდ-პროუსი 89), ლალანა, კორკი (ვანაიამა 34), შნაიდერლინი, როდრიგესი, ლამბერტი (გალახერი 76)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: 0:1 როდრიგესი (37)

გაფრთხილება: იედინაკი (57); ჯოზე ფონტე (45+1), ლოვერნი (48), დევისი (55), შნაიდერლინი (66), კლაინი (88)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 2(3)-3(2), ჯარიმა: 12-17, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-1

 

ნორვიჩი – სტოკი 1:1 (0:0)

ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 646

ნორვიჩი: რადი, ოლსონი, იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტი (ჰუპერი 81), ჰულაჰანი (ჰაუსონი 67), სნოდგრასი, ჯონსონი, რედმონდი, ვან ვოლფსვინკელი (ელმანდერი 80)

 

სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, ოდემვინგიე (გუიდეტი 63), უოლტერსი, არნაუტოვიჩი (ეთერინგტონი 74)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 ჯონსონი (56), 1:1 უოლტერსი (პენ, 73)

გაფრთხილება: უილსონი (56), კამერონი (69)

გაძევება: უოლტერსი (78)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 53%-47, დარტყმა: 4(7)-4(3), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 3-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-4

 

ჩელსი – ტოტენჰემი 4:0 (0:0)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 598

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი (ოსკარი 46), რამირესი, მატიჩი, აზარი, ეტო’ო (ბა 76), შურლე (ვილიანი 66)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ვერტონგენი, დოუსონი (ფრაიერსი 72), ნოგტონი, უოლკერი, ლენონი, სიგურდსონი (პაულინო 61), სანდრო, ბენტალები, ადებაიორი

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 ეტო’ო (56), 2:0 აზარი (პენ, 60), 3:0, 4:0 ბა (88, 89)

გაფრთხილება: ლამპარდი (40), ასპილიკუეტა (86); ბენტალები (9), ნოგტონი (53), სანდრო (54)

გაძევება: კაბული (59)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 0(2)-1(1), ჯარიმა: 7-7, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 5-2,  სეივი: 2-0

 

მეგოლეები:

24 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

18 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

13 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), იაია ტურე (3, “სიტი”), ედენ აზარი (3, “ჩელსი”)

0.167596