ფეხბურთი

19:04 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალი ვალდესს “მონაკოში” იწვევს

საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკოს” კაპიტანი ერიკ აბიდალი ყოფილ თანაკლუბელს, ვიქტორ ვალდესს თავისთან იწვევს.

აბიდალმა “ბარსელონა” გასულ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. როგორც ცნობილია, მომდევნო წელს, იგივე მოხდება ვიქტორ ვალდესთან დაკავშირებითაც. ჯერჯერობით უცნობია, სად განაგრძობს 31 წლის მეკარე კარიერას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მას “მონაკო” და “პარი სენ ჟერმენი” იწვევენ.

“თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ, მაშინ, “მონაკო” ვალდესისთვის კარგი ვარიანტი იქნება.

“ბარსელონაზე” ნაწყენი არ ვარ. კლუბის გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდე. “ბარსას” პატივს ვცემ და ამ კლუბის მისამართით ცუდი არასდროს მითქვამს. კატალონიაში გატარებული 6 წლის განმავლობაში ძალიან ბედნიერი ვიყავი.” – ციტირებს აბიდალის სიტყვებს Goal-ი.

0.116164