ფეხბურთი

17:10 | 19.03.2013 | ნანახია 430 - ჯერ

აბიდალი მოედანს დაუბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი, დაახლოებით ერთწლიანი შესვენების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა. 33 წლის ფრანგმა უკანახაზელმა “ბარსა ბ”-ს ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

იმ დროს, როდესაც “ბარსელონას” პირველი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი ნაკრებშია გამოძახებული, ერიკ აბიდალი, ჯონათან დოს სანტოსი და ხოსე მანუელ პინტო კატალონიელთა მე-2 გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. დღეს, “ბარსა ბ” საფრანგეთის ლიგა ორში მოთამაშე “ისტრს” ამხანაგურად გაეჯიბრა. შეხვედრაში მონაწილეობა აბიდალმაც მიიღო, რომელმაც მოედანზე 65 წუთი დაჰყო. ეს იყო ფრანგი მცველის პირველი თამაში 2012 წლის თებერვლის შემდეგ. როგორც იცით, მან სიმსივნით დაავადებულ ღვიძლზე ოპერაცია გაიკეთა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის ითამაშებს აბიდალი ოფიციალურ მატჩში. მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა 21 თებერვალს მიიღო, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ფეხბურთელი სათანადო ფიზიკურ ფორმაში ჯერ არაა. ცოტა ხნის წინათ “ბარსას” ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, შორს არაა ის დრო, როდესაც აბიდალი ოფიციალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:26 | 20.03.2013
keysersoze (88)

ისე თუ უკვირდებით რაც ეს წავიდა ლაზარეთში მის მერე ბარსას დაცვა ნოლია.. ეს ავსებდა მძრეველა პიკეს და ქაჯ პუიოლს (უტვინო მასკერანოსაც), ძალიან ჭკვიანი მცველია.. თან ალვეში უფრო თამამად ერთვებოდა.. აბა ეხლა ორივე ფლანგზე "თავდამსხმელი" რომ არის იმიტომ უშვებენ ყოველ თამაშში გოლს )))) ცენტრში ეს და პიკე მშვენიერი იქნებოდა, მთავარია 1 წლის წინანდელი ფორმა აღიდგინოს..

02:13 | 20.03.2013
temo1984 (11)

ის დაბრუნდა რათა წავიდეს მაგას სკამის ხეხვით შორტები გაეცვითება

23:04 | 19.03.2013
p1986 (450)

მიდი აბიიი DDDDDDDDD

18:19 | 19.03.2013
ჯოკერი (291)

აბიდალ დიდი პატივისცემის მიუხედავად სანამ კუბოთი არ გაგასვენებენ არ უნდა წახვიდე შე ჩემაააალბას შემხედვარე თავმოყვარე ფეხბურთელმა ბარსა უნდა დატოვოს,კონკურენციას შენ ვეღარ გაუწევ და იჯექი მაშინ ზამენაზე.ერთი ვილა ჩადგა ფორმაში და მეორე ეს ჩადგება!

21:15 | 19.03.2013
dzma (481)

მაგიტომაა პროფესიონალი რო უნდა მოინდომოს და არ გაგიკვირდეს რო ამოაგდოს კიდეც, მეც არ მჯერა მარა ყველაფერი ხდება როცა თამაშობდა ძაან მაგარი იყო და ვნახოთ, პაჯივიომ უვიძიმ

18:15 | 19.03.2013
zestamania (709)

ცოცხალი ლეგენდაა

17:26 | 19.03.2013
ბაბუ (11760)

თუ მართლა აღსდგა ბევრს გაუცრუებს მოლოდინებს.

17:34 | 19.03.2013
ashley judd (134)

მეც ეგ მინდა

17:21 | 19.03.2013
ashley judd (134)

მიცვალებული ადგააა : ))))))

17:18 | 19.03.2013
madrid-fan (202)

ვაა ეს კიდე ცოცხალია ტო?

0.152105
964