ფეხბურთი

18:59 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალი: “გვარდიოლას ჩემი “ბაიერნში” ხილვა უნდა”

33 წლის ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი აცხადებს, რომ ამჟამად, მას კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტი აქვს – “ბაიერნი” და “მონაკო”. ჯერ კიდევ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ადასტურებს, რომ მიუნხენური გუნდის ახალი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მას თავისთან უხმობს.

“გვარდიოლამ ჩემი სიტუაცია იცის. ის ბედნიერი იქნება, თუ მის ახალ გუნდში ვითამაშებ.

“ბაიერნში” გადასვლა გამიხარდება. ფრანკ რიბერისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხოლო “ბაიერნი” ევროპის ერთ_ერთი საუკეთესო კლუბია. თუმცა, საბოლოო სიტყვა კლუბის დირექტორებსა და პრეზიდენტზეა.

ჯერ კიდევ არ ვიცი, სად განვაგრძობ კარიერას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “მონაკოს” ვარიანტი მაქვს. ამ გუნდში გადასვლის შემთხვევაში, ჩემს პროფესიონალურ კარიერაში წრე შეიკვრება.” – ციტირებს აბიდალის სიტყვებს Goal-ი.

ერიკ აბიდალმა პროფესიონალური კარიერა “მონაკოში” დაიწყო. შემდეგ იყო “ლილი”, “ლიონი” და “ბარსელონა”. კატალონიურ კლუბთან აბიდალს კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლომდე აკავშირებს და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, “ბარსა” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

0.130752