ფეხბურთი

13:51 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აარონ რემზიმ კოჭი იღრძო

სანაკრებო თამაშისას, კოჭის ტრავმა მიიღო აარონ რემზიმ. უელსელი დამწუხრებულია მიღებული ტრავმით, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე დღიან მკურნალობას მოითხოვს. “სკაი სპორტის” აზრით, უახლოეს 48 საათში გაირკვევა: შეძლებს, თუ ვერა “მანჩესტერ სიტისთან” მოედანზე გასვლას.

როგორც უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა უთხრა ბრიტანელ ჟურნალისტებს, აარონ რემზიმ კოჭი იღრძო, თუმცა მისი სიტყვებიდან გამომდინარე, საგანგაშო არაფერია.

“იმედი მაქვს, “არსენალს” შემდეგ ტურში დაეხმარება. ანდორასთან თამაში მისთვის უიღბლო გამოდგა, მაგრამ ნაკრებისთვის სარგებელი მოიტანა. დამდეგ დღეებში გაირკვევა, როდის ითამაშებს”, – აღნიშნა კოულმენმა.

რემზის ტრავმები გასულ სეზონშიც აწუხებდა. კარგად ჩატარებული სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ, ტრავმებმა შეაწუხა და ხშირად, მოედნის მიღმა უწევდა ყოფნა.

“არსენალი” საშინაო მოედანზე 13 სექტემბერს პელეგრინის ფეხბურთელებს დაუხვდება, მალევე, 16 სექტემბერს, “სიგნალ იდუნა პარკზე” ითამაშებს.

დიმა შარიქაძე

0.121251