ტრავმირებული დ’ორ ფიშერის და კოსტას კაიმაკოღლუს არყოფნაში, “უნიკსის” ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს თავის გამოჩენის შანსი მიეცა და უკვე მე-2 მატჩია, იგი მას ჩინებულად იყენებს.
ევროთასის გასულ ტურში, სანიკიძემ საფრანგეთში “სტრასბურგთან” 18:20 წუთში 10 ქულას, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა, ამჯერად კი, ყაზანელებს ვთბ-ლიგის შეხვედრაში დაეხმარა.
“უნიკსმა” ტალინში “კალევი” 84:69 დაამარცხა, ვიქტორმა კი 24:58 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, სათამაშო წუთების მხრივ, სტუმართა რიგებში მე-4 იყო. სანიკიძემ 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
და ყველაზე საინტერესო. “ვიკამ” ძველი “მფრინავი” სანიკიძე გაგვახსენა და ლამის ყველა ქულა “სლემ-დანქებით” მიითვალა...
ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ამერიკელ კიტ ლენგფორდს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 24 წუთში 24 ქულა მოაგროვა.
ყაზანელებმა 4 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება იზეიმეს და ვთბ-ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან, ერთპიროვნული ლიდერი კი მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა გახლავთ, რომელმაც სარატოვში “ავტოდორს” 91:70 სძლია.
ქართველი მცველი მოედანზე 16:32 წუთი გამოჩნდა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
მოსკოველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი სერბი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, რომელმაც მართალია, 10-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა, 29:19 წუთში 24 ქულა მაინც მოაგროვა. ცსკა-ს მონაგარი 14 მოგებაა.
11 გამარჯვებით მე-3 პოზიციაზე რჩება ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი”, რომელიც დღეს ჩეხურ “ნიმბურკს” უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაა ვიკას საღოლ !
მართლა უფრენია
ამაზეა ნათქვამი ყვავ ყორნებს აომებოდა 
ეომებოდა
stripslashes((strlen('http://givichelishvili.biznesstart.ge/')>0?'http://givichelishvili.biznesstart.ge/':'http://givichelishvili.biznesstart.ge/'))
პაშუტინ ამოიღე ღორო . კარგია სანიკიძე ხო გაჭირვებისას მითუმეტეს..... ბრმა დე...... როგორ არ უნდა ათამაშო ვიკა
ამ კაცის უთამაშებლობა კანონით უნდა ისჯებოდეს
ლინჩის წესით :დ
ვა ამდენი დანქი საღოლ კარგია! იმედია 20 წუთს მინიმუმ ათამაშებს დარჩენილი სეზონი ეყო მწვრთნელს რაც აქამდე ასვენა
საღოლ ვიკა, მთავარია ფორმაში იყო ევრობასკეთისთვის და თუ კლუბში არ გტვირთავენ ეს მაგათი პრობლემაა.
კარგია, ფორმაშია ჩვენი ვიკა
მაგრად იტენავა ერთი მეორეზე უკეთესი დანქები იყო საღოლ!