იტალიის რანგით მე-3 ლიგაში ქართველი გიგა ჯანელიძის “როზეტო” “კიეტის” დაუხვდა და 57:65 წააგო, ჩვენებურს კი წარუმატებელი დღე ჰქონდა, რადგანაც პირველად ამ სეზონში უქულოდ დარჩა.
ჯანელიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 22:59 წუთში 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. გიგამ 3-ვე ორქულიანი ააცილა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“როზეტომ” 5 მოგების წილ 11 მარცხი მოაგროვა და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება. ჯანელიძის კლუბი მომდევნო მატჩს 18 იანვარს, სტუმრად, “ტრევიზო ბასკეტთან” გამართავს.