იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “კანტუმ” “ასეა რომას” უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თასის გათამაშებაში გასვლის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა, 60:70 წააგო და მიზანს ვერ უწია.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 დაფარება და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18 გახლდათ, ისევე როგორც სტეფანო ჯენტილესი, რომელმაც 17 ქულა მიითვალა. რომაელთა რიგებში 19 ქულით კაილ გიბსონი გამოირჩა.
6 მოგებით და 9 მარცხით კანტუელები მე-13 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 26 იანვარს, ისევ შინ, “ვარეზესთან” ჩაატარებენ.