კალათბურთი

0:49 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 8 ქულა მადრიდში და "რეალთან" ბოლო წამებზე წაგებული მატჩი

ძალიან დასანანი მატჩი წააგო თორნიკე შენგელიას გუნდმა. მადრიდში, საფინალო სირენის დასრულებამდე 3 წამით ადრე „ლაბორალ კუჩა“ „რეალს“ ამარცხებდა, თუმცა საბედისწერო სროლა სამეფო კუბის წევრმა სერხიო ლულმა ჩააგდო.

ვიტორიელთა ტრაგედია ამით არ დასრულებულა, ლულზე ლაბორალელი მიზა ბეგიჩი დაჯარიმდა და მადრიდელმა სნაიპერმა გამარჯვების ქულა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო - 75:74.

არადა, სწორედ ბეგიჩის ჩაგდებული ოქულიანით იგებდა „ლაბორალი“. სლოვენიელმა ლეგიონერმა ბოლოსწინა წუთზე ორქულიანი ჩააგდო და ვიტორიელები 74:72 დააწინაურა. სტუმრები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ და ლიდერობა საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე, ლულის ხსენებული საჯარიმოს შემდეგ დათმეს და თამაშიც წააგეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:42 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 3-და 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. შენგელიამ მთლიანობაში 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ვიტორიელებმა გუნდურად ითამაშეს. ბომბარდირობა 12-12 ქულით ფაბიენ კასერმა და ფერნანდო ემეტერიომ გაიყვეს. 11 ქულა კიმ ტილიმ დააგროვა, 10 – კოლტონ აივერსონმა. მადრიდელთაგან საუკეთესო სერხიო ლული გახდა 17 ქულით, ფელიპე რეიესმა კი 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

7 მოგება-9 წაგებით „ლაბორალ კუჩა“ ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 18 იანვარს, შინ „მონბუსთან“ გამართავს.

www.gbf.ge

0.122793