ჭადრაკი

21:52 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ წაგებით დაიწყო

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში დაიწყო დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც პლანეტის წამყვანი მოჭადრაკეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან ვაჟთა და ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონები მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), ჰოუ იფანი (ჩინეთი) და საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა. მათ გარდა ტურნირში ასპარეზობენ ფაბიანო კარუანა (იტალია), ლევონ არონიანი (სომხეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია), უესლი სო (აშშ), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), რადოსლავ ვოიპაშეკი (პოლონეთი), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), დინგ ლირენი (ჩინეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ლუკ ვან ველი (ჰოლანდია), ივან შარიჩი (ხორვატია).

პირველ ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით ივანჩუკს შეხვდა და დამარცხდა. კარუანამ დინგ ლირენი დაამარცხა, ხოლო ვაშიე-ლაგრავმა ჰოუ იფანს მოიგო. დანარჩენი პარტიები რაჯაბოვი - ვან ველი, შარიჩი - არონიანი, გირი - კარლსენი, სო - ვოიპაშეკიმ ყაიმით დასრულდა.

გთავაზობთ მეორე ტურის შეხვედრათა განრიგს: რაჯაბოვი – ივანჩუკი; კარუანა – შარიჩი; ჯობავა – ვაშიე-ლაგრავი; კარლსენი – სო; არონიანი – გირი; ვან ველი – ვოიპაშეკი; ჰოუ იფანი – დინგ ლირენი.

0.116385