ფეხბურთი

21:40 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრეზეგე შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ შესაძლოა კარიერა იტალიურ კლუბ “მოდენაში” განაგრძოს.

“მოდენას” პრეზიდენტმა ანტონიო კალენდამ დაადასტურა, რომ ტრეზეგეს უკვე გაუკეთეს შეთავაზება. კალენდას თქმით, ტრეზეგე ფიქრობს.

“მოდენა” სერია ბ-ში ასპარეზობს და ამ დროისთვის მე-12 ადგილზეა.

37 წლის თავდამსხმელი ბოლოს ინდოეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა. ტრეზეგე “იუვენტუსში” 2000-10 წლებში თამაშობდა. ფრანგმა “ბებერი ქალბატონის” მაისურით 245 მატჩი ჩაატარა და 149 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112219