ფეხბურთი

20:23 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის გუნდი ჯენოაში დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში “სამპდორიამ” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ლევან მჭედლიძის “ემპოლი.” ერთადერთი გოლი “ლუიჯი ფერარიზე” ბრაზილიელმა ედერმა გაიტანა.

ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მაურიციო სარიმ გამოცდილი მასიმო მაკარონე 58- წუთზე ლევან მჭედლიძეთი შეცვალა. რაც შეეხება ირაკლი შეყილაძეს, იგი კვლავ ვერ მოხვდა ემპოლელთა განაცხადში.

18 ტურის შემდეგ “ემპოლი” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავრდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

0.117528