ჩოგბურთი

17:59 | 11.01.2015 | ნანახია 1508 - ჯერ

ფედერერს ლენდლი და კონორსი უსწრებენ

დღეს ბრისბენში როჯერ ფედერერმა მილოშ რაონიჩი 3 სეტში 6:4, 6:7, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგო. 17-გზის დიდი სლემის ჩემპიონი 1000-იანების კლუბს შეუერთდა - 1000 ან მეტი მოგებული მატჩი ATP-ის ისტორიაში. ფედერერის გარდა მსგავსი მიღწევა მხოლოდ ორ ჩოგბურთელს აქვს. ამერიკელი ჯიმი კონორსს (1970-96) 1253 მატჩი აქვს მოგებული, ჩეხ ივან ლენდლს (1978-94) -1071.

გთავაზობთ 11 ჩოგბურთელს, რომლებსაც ყველაზე მეტი თამაში აქვთ მოგებული ATP ტურნირების ისტორიაში.

  1. ჯიმი კონორსი (აშშ) 1253 მოგებული მატჩი
  2. ივან ლენდლი (ჩეხეთი) 1071
  3. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 1000
  4. გილერმო ვილასი (არგენტინა) 929
  5. ჯონ მაკინროი (აშშ) 875
  6. ანდრე აგასი (აშშ) 870
  7. სტეფან ედბერგი (შვედეთი) 801
  8. ილიე ნასტასე (რუმინეთი) 779
  9. პიტ სამპრასი (აშშ) 762
  10. ბორის ბეკერი (გერმანია) 713
  11. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 706

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:58 | 16.01.2015
NGoLo KaNte (36472)

მაესტრო

18:51 | 14.01.2015
adp10 (10711)

დიდი ამბავი მოგებების სერიით თუ ვერ დაეწია კონორსს, დარმწუნებული ვარ ჯიმი არცერთ ჩელენჯს და იტფ ტურნირებს არ მაზავდა და იმიტომაც ექნება ამდენი მოგება DDD მთავარი არის მეგობრებო ხარისხი და არა რაოდენობა, ეს ყველაფერში ასეა .

09:57 | 13.01.2015
პინტურიჩიო10 (12662)

ლენდლს გაასწრებს, კონორსის გასწრება ძაან ძნელი იქნება,წარმოუდგენლად მიმაჩნია

16:32 | 12.01.2015
levani82 (41682)

ამის მთლიანი რეიტინგის ლინკი სად არის?

14:47 | 12.01.2015
CR7NOLE (15561)

ფედერერმა თუ იკადრა და ბოლოს დაიწყო 250 იან ტურნირებზე გამოსვლაც კი გაუსწრებს ოღონდ 3 წელი მაინც დასჭირდება ალბათ

14:45 | 12.01.2015
CR7NOLE (15561)

ვეღარ მოხსნის ამ რეკორდს ფედია, ნუ მეორეზე გადასვლა მარტივია

14:11 | 12.01.2015
Ana Abutidze (87)

აქეთ დაეწიონ ფედერერს,გინდ ლენდლი და გინდ კონორსი.

03:58 | 16.01.2015
NGoLo KaNte (36472)

+1

0.110957